მთავარი

24.11.13 აჭარლებმა მინიმალურად გვაჯობეს

saburtalo batumiდღეს "ბენდელაზე" "საბურთალომ" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა - თავი ამირან აბუსელიძემ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ მატჩი 8 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო თამაში დღეს ჩატარდა.

დაწვრილებით >>

24.11.13 ჩვენი გუნდები ელიტ-ლიგაში

logoგუშინ და დღეს სხვადასხვა ასაკებში მრავლად გაიმართა ელიტ-ლიგის მატჩები, რამდენიმე თამაში კი მოგვიანებით ჩატარდება. ქვემოთ, წლოვანების მიხედვით იმ შედეგებს გაგაცნობთ, რომლებიც უკვე დასრულებულია:

დაწვრილებით >>

23.11.13 2001 წლიანებმა ლიდერობა განიმტკიცეს

logoახლახანს დასრულდა ელიტ-ლიგის მატჩი 2001 წლიანებს შორის - "ა" ჯგუფში "საბურთალომ" ო.მ.ც-ს დიდი ანგარიშით, 12:1 მოუგო. "ბენდელაზე" გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლებით თითოჯერ თავი ბერუჩიშვილმა, აფციაურმა, კაპანაძემ და აფრიდონიძემ გამოიჩინეს. ცალუღელაშვილმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო ფაცაციამ ხუთჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

დაწვრილებით >>

23.11.13 რუბრიკა - "მატჩამდე ერთი დღით ადრე"

temur shalamberidzeხვალ, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის "ბ" ზონაში მეექვსე ტურის გადადებული მატჩი გაიმართება - საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს და მორიგი წარმატებისთვის იბრძოლებს. აღნიშნული შეხვედრა "ბენდელაზე" 14:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებით >>

23.11.13 გილოცავთ გიორგობას!

logoდღეს გიორგობაა, ყველას გილოცავთ წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს! ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას, სიხარულსა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! დღევანდელი დღის მადლი არ მოჰკლებოდეს ჩვენს ოჯახებს!

დაწვრილებით >>

22.11.13 2000 წლიანებმა ზედიზედ მეცხრედ მოიგეს

logoმორიგ დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია ვალერი გაგუას გუნდმა - 2000 წლიანების "ბ" ჯგუფში "საბურთალომ" "მერანს" სტუმრად 3:1 მოუგო და გამარჯვებათა სერია ცხრამდე გაზარდა! შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს ქულათა მაქსიმუმი, 27 ქულა აქვს მოგროვებული.

დაწვრილებით >>

22.11.13 "საბურთალო-ბენდელამ" "სიონთან" ქულები გაიყო

logoგუშინ, ელიტ-ლიგაში ერთი მატჩი შედგა - 2001 წლიანების "ბ" ჯგუფში "საბურთალო-ბენდელამ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მეშვიდე ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 14 ქულა დაუგროვდა და დღეისათვის მესამე პოზოციაზე იმყოფება.

დაწვრილებით >>

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax