მთავარი

4.11.13 ლიდერთა მატჩში "საბურთალომ" იმარჯვა

logoდღეს ელიტ-ლიგაში 1998 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის ცენტრალური მატჩი შედგა. ერთმანეთს მეხუთე ტურამდე ასპროცენტიანი შედეგის მქონე გუნდები შეხვდნენ - "თბილისისა" და "საბურთალოს" პაექრობა ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

დაწვრილებით >>

4.11.13 ყაზაიშვილმა ჰოლანდიელები აალაპარაკა

yazaishviliჰოლანდიის ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა "ალგემეენ დაგბლადმა" (მოკლედ AD) სპეციალური სტატია მიუძღვნა ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-12 ტურის ერთ-ერთ გმირ ვაკო ყაზაიშვილს, რომლის გოლმაც "ვიტესს" "ამსტერდამ არენაზე" მოაგებინა. 

დაწვრილებით >>

4.11.13 ჟორდანიამ ბიჭებს მოგება გასახდელში მიულოცა

merabჩვენი ვებ-გვერდის მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ შაბათს ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ვიტესმა" ისტორიული გამარჯვება ამსტარდამში "აიაქსთან" მოიპოვა. სასიხარულოა, რომ ერთადრეთი გოლი სწორედ "საბურთალოს" სკოლის აღზრდილმა, ვაკო ყაზაიშვილმა შეაგდო.

დაწვრილებით >>

4.11.13 ჭაბუკთა გუნდების ცხრილები

logoმოგეხსენებათ, რომ გასულ შაბათს ოფიციალური მატჩები ჭაბუკთა გუნდებშიც შედგა - გამარჯვებები იზეიმეს, როგორც 1997 წლიანებმა, ასევე 1998 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმაც. გაგაცნობთ, მეცხრე ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობებს:

დაწვრილებით >>

4.11.13 ელიტ-ლიგის გათამაშების ცხრილები

logoწარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა გასული შაბათ-კვირა ჩვენი პატარა ფეხბურთელებისთვის. "საბურთალოს" მოზარდებმა ელიტ-ლიგაზე თითქმის ყველა ასაკში გამარჯვებებს მიაღწიეს, რაც სასიხარულოა. იმედი დავიტოვოთ, რომ მსგავსი წარმატებები და შედეგები მომავალშიც მრავლად იქნება.

დაწვრილებით >>

3.11.13 ბოლნისელებს ელიტ-ლიგაზეც ვაჯობეთ

logoგიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ელიტ-ლიგაზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და მეტოქე მშრალ ანგარიშზე, 6:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით 1999 წლიანებმა გათამაშების ცხრილში 10 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტებს ნელ-ნელა უახლოვდებიან.

დაწვრილებით >>

3.11.13 "საბურთალოს" მოსაგები "ჭიათურამ" მოიგო

saburtalo chiatura"საბურთალომ" ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს ჭიათურის "ჭიათურას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. არადა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში მასპინძლებმა 4-5 რეალური ეპიზოდი ქარს გაატანეს. არც მეორე ნახევარში იყო საგოლე მომენტების ნაკლებობა, თუმცა ფეხბურთში დაწერილი კანონი "არ გაიტან, გაგიტანენ" ამოქმედდა.

დაწვრილებით >>

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 23 +44 53
2.   ტორპედო 23 +16 47
3.   სამტრედია 23 +12 44


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax