მთავარი

8.04.17 "საბურთალოს" U-19-მა "სიონს" მოუგო

OFICIAL LOGO"საბურთალოს" U-19-მა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - ჩვენმა გუნდმა ბოლნისის "სიონს" კაზრეთში 2:1 მოუგო და აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. გოლები ჭანტურიშვილმა და ტოკლიკიშვილმა გაიტანეს. თემურ შალამბერიძის გუნდს ოთხი თამაშიდან ამდენივე ქულა აქვს.

დაწვრილებით >>

8.04.17 რუბრიკა - "მატჩის წინ"

OFICIAL LOGOკვირას, დედაქალაქური "საბურთალო" ეროვნულ ლიგაში მორიგ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს - ჩვენი კლუბი "ზესტაფონს" ესტუმრება და საჩხერის "ჩიხურასთან" წარმატებით თამაშს ეცდება. "დავით აბაშიძის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებით >>

7.04.17 ელიტ-ლიგა იწყება!

OFICIAL LOGOელიტ-ლიგა, რომელიც თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება, სტარტს მოახლოებულ უქმეებზე აიღებს - ჩვენი გუნდები ფაქტობრივად ყველა ასაკში ითამაშებენ ხსენებულ გათამაშებას. 

დაწვრილებით >>

7.04.17 ჭაბუკები "ავაზას" ესტუმრებიან

OFICIAL LOGO"საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდები 8 აპრილს მორიგ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ - ჩვენი ფეხბურთელები "ავაზას" სტადიონს ესტუმრებიან და ადგილობრივ თანატოლებთან წარმატების მიღწევას ეცდებიან. უმცროსების შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება, უფროსების კი 16:00 საათზე.

დაწვრილებით >>

7.04.17 დავით ბერია იუბილარია!

dato ber"საბურთალოს" აკადემიის ფეხბურთელი (2004) დავით ბერია იუბილარია - ვულოცავთ დავითს დაბადების დღეს! ღვთის წყალობას, ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში!

6.04.17 "სიონი" U-19-ს კაზრეთში უმასპინძლებს

OFICIAL LOGOხვალ, "საბურთალოს" U-19 ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას გამათავს - ჩვენი გუნდი ბოლნისის "სიონს" კაზრეთში გაეჯიბრება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებით >>

5.04.17 "საბურთალო" "სამტრედიასთან" დამარცხდა

IMG 5139მეხუთე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში, "საბურთალომ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი ქალაქელებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენი კლუბი უმცირესობაში დარჩა. იმერლებმა ჯერ გაათანაბრეს, 58-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს.

დაწვრილებით >>

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი

ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 8 +10 18
2.   ლოკომოტივი 8 +11 15
3.   ტორპედო 8 +5 15

 

         

 

         

 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax