მთავარი

25.12.16 "ბენდელას თასი" "საბურთალოს" დარჩა

20161225 191545ერთი წლით "ბენდელას თასი" კვლავინდებურად "საბურთალოს" აკადემიაში დარჩება - დღეს, ფინალურ შეხვედრაში, სადაც 2005 წელს დაბადებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ, "საბურთალომ" დაძაბულ ბრძოლაში 2:0 "დინამოს" აკადემიის გუნდი დაამარცხა და ტურნირის ღირსეული გამარჯვებული გახდა. 


საბურთალოელთაგან პირველი გოლი გიორგი ლობჟანიძემ გაიტანა, შეხვედრას კი საბოლოო წერტილი მატჩის უკანასკნელ წუთზე საბა გეგუჩაძემ დაუსვა. უნდა აღინიშნოს, რომ "საბურთალოს" გუნდმა ტურნირი ისე დაასრულა, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. 
რაც შეეხება მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს - ის "საბურთალოს" სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში "ლოკომოტივის" გუნდს აჯობა. დღესვე შედგა მინი-ფინალი, სადაც ჯგუფიდან მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულებმა იასპარეზეს. პირველ ადგილზე ნალჩიკის "სპარტაკი" გავიდა, რომელმაც პენალტების სერიაში "დილა"-1 აჯობა.
დღევანდელ დასკვნით საღამოს ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, რეგიონალური და ახალგაზრდული განყოფილების უფროსი გოჩა თამაზაშვილი, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, ასევე ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები. ფინალურ შეხვედრას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ერთ-ერთ ნომინაციაში პრიზი გადასცა "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს პრიზები და თასები გადასცეს. 

ნომინაციებში გამარჯვებულები:
საუკეთესო მეკარე - ალექსი მირცხულავა (საბურთალო)
საუკეთესო მცველი - გიორგი ლობჟანიძე (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი - საბა გეგუჩაძე (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი - დავით გაბისონია (დინამო)
ტექნიკური ფეხბურთელი - გაბრიელ სიგუა (საბურთალო)
ტურნირის აღმოჩენა - ნიკოლოზ ხარაული (დინამო)
მაყურებელთა სიმპატია - მიხეილ ზეცაშვილი (საბურთალოს სკოლა)
მცირე ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი - მოლოვ ჯამბულატ (სპარტაკი ნალჩიკი)
ყველაზე პატარა ორგანიზატორი - კახა ჭუმბურიძე (პატარა)
ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი - გიორგი მაღრაძე (საბურთალო-ბენდელა)
საუკეთესო მწვრთნელი - დავით იმნაძე (საბურთალო)
საუკეთესო ფეხბურთელი - სანდრო ავალიანი (საბურთალო).
პრიზიორ გუნდებს თასები და შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax