მთავარი

5.01.17 კუპატაძე დაბრუნდა, ქურდაძე და რუხაძე წავიდნენ

OFICIAL LOGOსაფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ახალი სეზონისთვის 9 იანვარს შეიკრიბება და ადგილზე დაიწყებს მზადებას 2017 წლის სეზონისთვის. თავდაპირველად, გუნდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი საწვრთნელ პროცესს შეუდგება. 


დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდა მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელიც იჯარით ერთი წლის განმავლობაში თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. ამიერიდან, "რკინიგზულ" კლუბში ითამაშებს კიდევ ერთი ჩვენი მეკარე ბექა ქურდაძე - ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერი დედაქალაქელთა შემადგენლობაში განათხოვრების წესით ითამაშებს. ასევე, იჯარით იასპარეზებს მარტვილის "მერანის" შემადგენლობაში ირაკლი რუხაძე, ვინც წლების განმავლობაში ჩვენი კლუბის ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება სპარინგ-მატჩებს - გადაწყვეტილია, რომ "საბურთალო" 20 იანვარს ამხანაგურად "გაგრას" გაეჯიბრება, 21 რიცხვში კი ანტალიისკენ აიღებს გეზს და 1 თებერვლამდე სწორედ თურქეთში მოემზადება.

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax