მთავარი

5.01.17 "საბურთალო" "ზამთრის მასტერსი"-2017-ში ითამაშებს

OFICIAL LOGOსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირში - "ზამთრის მასტერსი"-2017, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ითამაშებს. მინი-ტურნირის მიზანი, რომელიც სტარტს 13 იანვარს აიღებს, ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

აღნიშნული შეჯიბრება თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც პრო 1-სა და პრო 2-ის ლიგების გუნდები ითამაშებენ.
შეჯიბრებაზე სულ 16 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი კლუბი საჩხერის "ჩიხურასთან", ბოლნისის "სიონთან" და მარტვილის "მერანთან" გაარკვევს ურთიერთობას. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. ბოლოს კი ფინალური შეხვედრა შედგება და უძლიერესი გამოვლინდება.
ქვემოთ, წილისყრის შემდეგ დაწყვილებულ ჯგუფებს გაგაცნობთ:

"ა" ჯგუფი: ტორპედო, დილა, გაგრა, შევარდენი-1906.
"ბ" ჯგუფი: ჩიხურა, საბურთალო, სიონი, მერანი.
"გ" ჯგუფი: დინამო (ბთ), კოლხეთი-1913, ვიტ ჯორჯია, თელავი.
"დ" ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბ), შუქურა, მეშახტე.  
 

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax