მთავარი

10.01.17 ხარაიშვილსა და გრიგალაშვილს ეროვნულში უხმეს

OFICIAL LOGOსაქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა, მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის "საბურთალოს 2 ფეხბურთელს უხმო - გუნდის კაპიტან გიორგი ხარაიშვილსა და ამპლუით მცველ თედორე გრიგალაშვილს.

"ჯვაროსნები" 23 იანვარს დუბაიში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 25 რიცხვში კი იორდანიის ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს. როგორც, თავდაპირველადვე იყო ცნობილი, ვლადიმერ ვაისი მოახლოებულ მატჩებზე თამაშის საშუალებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს მისცემდა. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვში ჩვენი კლუბის ფეხბურთელებიც მოხვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ "საბურთალო" ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდად ითვლება და ყველა ნაკრებში მრავლად ირიცხებიან ჩვენი კლუბის ფეხბურთელები, თუმცა, პირველი ფაქტია, როდესაც თბილისური კლუბიდან ქვეყნის პირველ ნაკრებში ხვდება ფეხბურთელი. 
გიორგი ხარაიშვილი:
"ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაშია, გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც მე ვარ. საამაყო და გასახარი ფაქტია, რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, თუმცა გათვითცნობიერებული მაქვს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია.
დადებითი ფაქტია, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს ასეთ დონეზე ეძლევათ თავის გამოჩენის საშუალება. ეს ერთგვარი შანსია იმისა, რომ თავი მოაწონო სამწვრთნელო შტაბს და მომავალში ადგილი დაიმკვიდრო ეროვნულ ნაკრებში.
ეს მხოლოდ ჩემი სიხარული არ არის. ვფიქრობ, მთლიანად "საბურთალოსა" და მისი ხელმძღვანელების წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯია. ვისარგებლებ შემთხვევით და ნაკრების ყველა დებიუტანტს ვულოცავ ქვეყნის პირველ გუნდში გამოძახებას".
თედორე გრიგალაშვილი:
"უდიდესი განცდაა, როდესაც შენი ქვეყნის პირველი გუნდის მაისურას მოირგებ. რა თქმა უნდა, ფაქტით გახარებული ვარ და ვეცდები შანსი გამოვიყენო. ერთი პერიოდი იყო საუბრები ჩემი ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ პერიოდში ტრავმამ შემიშალა ხელი. მას მერე გარკვეული დრო გავიდა - საქართველოში, "საბურთალოში" დავბრუნდი და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომეცა. მიხარია, რომ სტაბილურად ვთამაშობ და გუნდის წარმატებაში მცირე წვლილი მეც შევიტანე". 

 

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax