მთავარი

10.01.17 შეკრებაზე "საბურთალომ" მეტოქეები გაარკვია

IMG 3444საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინ შეუდგა, თურქეთის ქალაქ სიდეში 21 იანვრიდან 1 თებერვლამდე მოემზადება, სადაც 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

ცნობილი გახდა, რომ თბილისელები 24 იანვარს ბულგარეთის პლოვდივის "ბოტევს" დაუპირისპირდებიან, 27 რიცხვში უკრაინულ "ოლექსანდრიას", ხოლო პირველ შეკრებას ასევე უკრაინულ "ვორსკლასთან" მატჩით დაასრულებენ. 
მეორე შეკრებაც თურქეთშია დაგეგმილი, 11-26 თებერვლის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში ქალაქელებს ხუთი ამხანაგური მატჩის გამართვა სურთ, თუმცა მეტოქეების ვინაობა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. 
დღეს კი ფეხბურთელებმა ფიზ-მომზადების ტესტი ჩააბარეს. გაირკვა ისიც, რომ 20 იანვარს "საბურთალო" ამხანაგურად პირველ ლიგელ "გაგრას" გაეჯიბრება. მატჩი "ბენდელას" სახელობის სტადიონზე 10:30 საათზე დაიწყება. 

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax