მთავარი

15.01.17 "საბურთალო" ფეხბურთის ფედერაციას "ზამთრის თასის" ლამაზად დასრულებას ულოცავს!

za.ma13-15 იანვრის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "ზამთრის თასის" გათამაშება მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. 


შეჯიბრება, რომელიც საკლუბო და სანაკრებო დონეზე გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებმა - პრო-1-სა და პრო-2 ლიგის წარმომადგენლებმა. ასევე, ითამაშეს ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებმა, ერთი გუნდი კი უეფას ჰყავდა წარმოდგენილი.
უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და გულშემატკივრებმა დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებები იხილა. ვინც ამ მატჩებს მიადევნა თვალყური, არ შეიძლებოდა ის ძველი დრო არ გახსენებოდა, როდესაც 90-იან წლებში ყოველი წლის მიწურულს სპორტის სასახლეში ლეგიონერები, ვეტერანი თუ მოქმედი ფეხბურთელები რომ იკრიბებოდნენ და "ბენდელას თასს" რომ თამაშობდნენ. 
რა თქმა უნდა, სასიამოვნო და გასახარი ფაქტია, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ მსგავსი დონის ტურნირს უმასპინძლა და საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.
ვულოცავთ ტურნირის ორგანიზატორებს, გამარჯვებულ გუნდებს - "გაგრასა" და საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს წარმატებას! შეჯიბრება, რომელიც "საბურთალოს" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ბოლო პერიოდში კი უეფაში მოღვაწე დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ყოველწლიურად ჩატარდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება!

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax