მთავარი

16.01.17 ეროვნულ ნაკრებს ჯიმი ტაბიძე შეუერთდა

tabidze.jსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ბელგიის "გენტისა" და "საბურთალოს" ყოფილი მარცხენა მცველი ჯიმი ტაბიძე შეუერთდა. 

მოახლოებული მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდმა მზადება დღეს თბილისში დაიწყო - გამგზავრებამდე ფეხბურთელები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იცხოვრებენ, დუბაისკენ კი გეზს 20 იანვარს აიღებენ.
უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებთან სათამაშოდ ემზადებიან "საბურთალოს" ფეხბურთელებიც - გიორგი ხარაიშვილი, თედორე გრიგალაშვილი და ოთო გოშაძე. რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებულთა სრულ სიას, ასე გამოიყურება:

მეკარეები:
როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი) 
მცველები:
თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია) ნახევარმცველები:
თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)
თავდამსხმელები:
ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)



 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax