მთავარი

29.08.17 "თურქეთის ჩემპიონი სუსტი გუნდი ვერ იქნება"

goccკენჭისწყის დასრულების შემდეგ, "საბურთალო"-2-ის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მეტოქედ თურქეთის ჩემპიონი "ბურსასფორი" გვერგო. სუსტი გუნდი ვერ იქნება, რადგან თურქეთის ფეხბურთი პროგრესს განიცდის. სავარაუდო მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ ლატვიის "ლიეპაია", ბელორუსიის სოლიგარსკის "შახტიორი", "კრასნოდარი", მაკაბი", სერბეთის "ბროდარაცი" და ალმაატის "კაირატი", მაგრამ კენჭისყრამ მეტოქედ თურქები გვარგუნა. მოვიძიებთ მოწინააღმდეგეზე ინფორმაციას, გავაანალიზებთ თამაშს და ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე. 
რაც შეეხება პირველი თამაშის ფაქტორს - ამას დრო აჩვენებს, კარგია თუ არა პირველი შეხვედრის მეტოქის მოედანზე ჩატარება. თუმცა, როდესაც ორ მატჩიან დუელში უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული, ვფიქრობ უმჯობესია პირველი შეხვედრა მოწინააღმდეგის მოედანზე გამართო", - აღნიშნა რევაზ გოცირიძემ.
"საბურთალო"-2-ის მთავარმა მწვრთნელმა მეორე წრის განახლებაზეც ისაუბრა, რომელიც ხვალ იწყება:
"თვენახევრის წინ განვაახლეთ ვარჯიში, ამ ხნის განმავლობაში 7 ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. ჩვენი მიზანია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩემპიონები გავხდეთ, ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. 
პირველი წრის მერე სიახლეა ის, რომ უცხოეთში გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო. თუმცა, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ვფიქრობ ღირსეულად შეცვლის ქოჩორაშვილს. დავიმატეთ "იბერია"-2010-დან მათოზაშვილი, რომელიც მჯერა მალე გაივლის ადაპტაციას და დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში".

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax