მთავარი

29.08.17 "მთავარია ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ"

k.kshკენჭისყრის დასრულების შემდეგ, ნიონში "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორს, კახა კაშიას დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი განაცხადა:
"კენჭისყრამ რა თქმა უნდა მაღალ დონეზე ჩაიარა. იყვნენ სავარაუდო მეტოქეები, რომლებსაც ბევრად ძლიერი აკადემიები ჰყავდათ - "მაკაბისა" და "კრასნოდარს" ვგულისხმობ. თუმცა, არც ერთი გუნდის შესაძლებლობები ჩვენთვის ცნობილი არ არის ამ დროისათვის. მთავარია ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაზე გავიდეთ. რადგან ყოველ ახალ საფეხურზე ფეხბურთელები იძენენ დიდ გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს ჩვენი კლუბისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებას.
უკვე შევხვდით თურქული კლუბის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ყველა საკითხზე ვისაუბრეთ და საბოლოოდ შევჯერდით. ახლა უკვე ისრაელისა და სერბეთის წარმომადგენლებს შევხვდებით", - გვითხრა კახა კაშიამ.
გეტყვით, რომ პირველი მატჩი, თურქეთში 27 სექტემბერს ჩატარდება, განმეორებით შეხვედრას თბილისი 18 ოქტომბერს უმასპინძლებს. 
შვიდ სავარაუდო მეტოქეს შორის იყვნენ - "კრასნოდარი" (რუსეთი), მაკაბი (ისრაელი), კაირატი (ალმა-ატა), შახტიორი (ბელორუსია), ლიეპაია (ლატვია), ბროდარაცი (სერბეთი), ბურსასფორი (თურქეთი).

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax