"საბურთალოს" აკადემიის გუნდი (2006) 2 სექტემბერს ბაქოში მიემგზავრება და ადგილობრივ ტურნირზე იასპარეზებს. სულ 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, გუნდები კი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ.
საბურთალოელები ჯგუფურ ეტაპზე "ყარაბახთან", "ნეფჩისთან" და "სებალთან" გაარკვევენ ურთიერთობას. მიხეილ მოსიაშვილის შეგირდების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე 11:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მეორე ჯგუფს, იქ თავი მოიყარეს - "ვატანმა", "სუმგაითმა", "რევანმა" და "ნეფჩის" სკოლამ. ფინალი 8 სექტემბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს დაბადებულებმა მაისში ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი მოიგეს, რომლებმაც ფინალურ შეხვედრაში დინამოელი თანატოლები 3:1 დაამარცხეს. ქვემოთ, ჩვენი გუნდის მატჩების განრიგს გთავაზობთ ჯგუფურ ეტაპზე:
4 სექტემბერი: ნეფჩი - საბურთალო (11:30)
5 სექტემბერი: სებალი - საბურთალო (11:30)
6 სექტემბერი: ყარაბახი - საბურთალო (11:30)
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გგ | გმ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამტრედია | 12 | 8 | 3 | 1 | 27 | 9 | 18 | 27 |
დინამო ბთ | 12 | 5 | 5 | 2 | 20 | 5 | 15 | 20 |
საბურთალო | 12 | 5 | 4 | 3 | 17 | 12 | 5 | 19 |