მთავარი

4.09.17 საბურთალოელებმა ალბანელებს გაუტანეს

17uდღეს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში "პრეზიდენტის თასის" პირველ ტურში ალბანეთთან შეხვედრაში 5:0 იმარჯვა. ხუთი გატანილი ბურთიდან სამი საბურთალოელების ანგარიშზეა - დუბლი შოთა ნონიკაშვილმა მიითვალა, ერთი ბურთიც გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა. დანარჩენი გოლები ზუკა დავითაშილმა და ელგუჯა ჯანგველაძემ გაიტანეს. 

ნონიკაშვილმა მე-12 და მე-40 წუთებზე აიღო მეტოქის კარი, გულიაშვილმა კი 49-ე წუთზე განახორციელა შედეგიანი დარტყმა. რაც შეეხებათ დანარჩენ საბურთალოელებს - სრულად ითამაშა ცოტნე კაპანაძემ, ცოტნე ჩოთალიშვილი კი შესვენებაზე შეცვალეს. მორიგ შეხვედრას გიორგი ნემსაძის შეგირდები 5 სექტემბერს თურქმენეთის წინააღმდეგ გამართავენ. 

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax