მთავარი

7.09.17 "სტადიონზე რომ მოვდივარ, უფრო მოტივირებული ვხვდები"

althunსაქართველოსა და მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩში, რომელიც ივნისში შედგა, მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო "საბურთალოს" ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს. ნიჭიერ ფეხბურთელს მის ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.


- ახლა, "ავერსის" კლინიკაში რეაბილიტაციის კურს გავდივარ, სექტემბრის ბოლოს ამ პროცედურას მოვრჩები. იმედი მაქვს, რამდენიმე კვირაში ინდივიდუალურად დავიწყებ ვარჯიშს, რის შემდეგაც გუნდს შევუერთდები.
- "საბურთალოსა" და ნაკრებების მატჩებს სისტემატურად ესწრებით. რთული იქნება ტრიბუნებიდან თვალის მიდევნება...
- რამდენიმე თვე, რომ მოწყდები საყვარელ საქმიანობას, რა თქმა უნდა რთულია, ერთი სული მაქვს მინდორზე როდის გამოვალ. სტადიონზე რომ მოვდივარ, უფრო მოტივირებული ვხდები.
- ტრიბუნებიდან როგორ ჩანს, როგორ ფეხბურთს თამაშობს "საბურთალო"?
- გარედან მართლაც სხვანაირად ჩანს ყველაფერი. როდესაც მინდორზე ხარ, ყველაფერს ვერ აანალიზებ, ტრიბუნიდან კი უფრო კარგად ჩანს, როგორც შეცდომები, ასევე დადებითი მხარეები. სიმართლე გითხრათ, ამდენ მატჩს ტრიბუნიდან არ მიდევნებია. იმედია, ტრიბუნიდან მალე მინდორზე გადავინაცვლებ და ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ. 
- თქვით, რომ ტრიბუნიდან სხვანაირად ჩანს ყველაფერიო. "საბურთალოს" უპირატესობებს მეტოქეებთან რაში ხედავთ?
- ბურთის კონტროლი ჩვენი მთავარი კოზირია. ვფიქრობ, გუნდმა გამოასწორა ბურთის ართმევა, ასევე ფეხბურთელებთან უფრო მჭიდროდ ვთამაშობთ. ეს ფაქტორები უკვე თვალშისაცემია. მესამე წრე გუნდმა კარგად დაიწყო, უკეთესობა აშკარად შეიმჩნევა. თუ ასე გავაგრძელეთ, ოთხეულში "საბურთალო" აუცილებლად მოხვდება.
- რა განსხვავებებს ხედავთ ნაკრებში თამაშსა და კლუბში თამაშს შორის?
- დავალებები ფაქტობრივად ერთნაირი მაქვს, რადგან, როგორც გია გეგუჩაძეს, ასევე გიორგი ჭიაბრიშვილს ფეხბურთისადმი ერთნაირი ხედვა აქვთ. 
- პოლონეთის ნაკრებთან 0:3 მარცხი, რამ განაპირობა?
- ვერ ვითამაშეთ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. გვიჭირდა ძალიან მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლი, თუმცა 0:3 წასაგები მატჩი არ იყო. 
- და ბოლოს - რამდენიმე დღეში "საბურთალოს" 19 წლამდელთა გუნდი ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს. თქვენ ამ ტურნირზე ორი წლის წინ იასპარეზედ, როდესაც დანიურ "მიდტიულანდს" დაუპირისპირდით. რას ეტყოდით ახალგაზრდა საბურთალოელებს?
- არაფერი სანერვიულო არა აქვთ, ბოლომდე დაიხარჯონ, მაქსიმუმი გაიღონ და შედეგი აუცილებლად მოვა. 2015 წელს, "საბურთალომ" ახალგაზრდულ ლიგაზე პირველად იასპარეზა, მაშინ ცოტა გამოუცდელებიც ვიყავით, თუმცა ცუდად არ გვითამაშია. ცოტა იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. 
რაც შეეხება წლევანდელ გათამაშებას - "საბურთალოს" შეუძლია თურქული კლუბის ბარიერის დაძლევა. ჩვენ გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, მათი იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax