მთავარი

20.09.2013

    2013 წლის აგვისტოდან საფეხბურთო კლუბმა "საბურთალო"-მ 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ანდრეს რუბენ კარასკო კარილოს, რომელაც ბავშვებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია.

    იგი წლების განმავლობაში ზრდიდა "ბარესელონა"–ს აკადემიის ბავშვებს მომავალი თაობის პროფესიონალ ფეხბურთელებად. ბოლოს კი, "მალაგა"–ს საფეხბურთო სკოლის კოორდინატორი გახლდათ. სწორედ იქ ყოფნისას დაუკავშირდნენ კარასკოს ჩვენი კლუბის პრეზიდენტი – ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური დირექტორი – ბატონი კახა ჭუმბურიძე.
    პირველად ანდრესი 2012 წლის, დეკემბრის თვეში თავის გუნდთან ერთად გვესტუმრა "Saller Cup 2012"–ის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოგეხსენებათ ტრადიციულ სახეს ატარებს (http://www.youtube.com/watch?v=JubHoaciotk). ფინალში სწორედ "მალაგა"-სთან მოგებით მოიპოვა "საბურთალო"–მ გამარჯვებულის სტატუსი.
    უკვე 2013 წლის მარტის თვეში საბოლოო საკითხების განსახილველად გვესტუმრა ესპანელი მწვრთნელი, დაზუსტდა კონტრაქტის პირობებიც და პრესკომფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ ანდრეს რუბენ კარასკო კარილო 1 აგვისტოდან საბურთალოს აკადემიას ჩაუდგებოდა სათავეში.
    დღესდღეობით ასაკობრივი გუნდების ვარჯიშები მისი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, დასახულია უამრავი მიზანი და დაგეგმილია განვითარების თითოეული ეტაპი. შედეგებს კი საბოლოოდ ყველა ერთად ვიხილავთ.

                                                       

 

 

 

   უმაღლესი ლიგის ცხრილი

გუნდიგგგმ+/-
სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19

 

 

                 სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax