მთავარი

14.04.17 19-წლამდელებმა მეტოქეები გაარკვიეს

OFICIAL LOGOგაირკვა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებიც 2-15 ივლისის ჩათვლით თბილისში ევროპის ჩემპიონატის 19 წლამდელთა ტურნირში ითამაშებენ. "ა" ჯგუფში, სადაც საქართველო მოხვდა, ურთიერთობას პორტუგალიის, ჩეხეთისა და შვედეთის თანატოლებთან გაარკვევს. 


რაც შეეხება მეორე ჯგუფს, გერმანიის, ინგლისის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19 წლამდელებმა მოიყარეს თავი. მატჩები "მიხეილ მესხის" ორივე სტადიონზე, ასევე თენგიზ ბურჯანაძისა და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონებზე ჩატარდება. 
პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 ივლისს პორტუგალიასთან გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ხსენებულ ასაკობრივ ნაკრებში "საბურთალოს" რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს. 
გიორგი ყიფიანი (19 წლამდელების მთავარი მწვრთნელი):
"უფრო ძლიერ ჯგუფშიც შეიძლებოდა მოვხვედრილიყავით, თუმცა ის ნაკრებები, რომლებიც ჩვენთან ითამაშებენ, არაფრით ჩამოუვარდებიან გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებს. საერთო ჯამში, გუნდები თანაბრად გადანაწილდნენ ჯგუფებში. 
პატივს ვცემთ ყველა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მინდორზე და წარმატებით თამაშს ვეცდებით". 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი

ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 8 +10 18
2.   ლოკომოტივი 8 +11 15
3.   ტორპედო 8 +5 15

 

         

 

         

 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax