2013 წლის 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის B ზონის მეოთხე ტურის მატჩი. ბენდელას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი ”საბურთალო” და საფეხბურთო კლუბი ”ს.ტ.უ” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპურატესობით მიმდინარეობდა. ტაიმის დასასრულს "ს.ტ.უ"-მ მოახერხა და გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა საბურთალოს შესრულებით, ფლობდნენ უპირატესობას, იყო საგოლე მომენტები თუმცა უშედეგო, მეტოქის კარში დანიშნული 11 მეტრიანის რეალიზებაც ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია სამი 100% შედეგის შემდეგ პირველი მარცხი. "საბურთალო" 0-1 "ს.ტ.უ"
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გგ | გმ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამტრედია | 12 | 8 | 3 | 1 | 27 | 9 | 18 | 27 |
დინამო ბთ | 12 | 5 | 5 | 2 | 20 | 5 | 15 | 20 |
საბურთალო | 12 | 5 | 4 | 3 | 17 | 12 | 5 | 19 |