მთავარი

20.04.17 "გარეჯთან" სრულფასოვანი რევანში

OFICIAL LOGO"საბურთალო"-2-მა, რეგიონალური ლიგის გათამაშების მორიგ ტურში "გარეჯს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ამ მოგებით, ჩვენმა გუნდმა შეიძლება ითქვას სრულფასოვანი რევანში აიღო დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე შესარჩევ ეტაპზე განცდილი 0:4 მარცხის შემდეგ. 


დღევანდელი მატჩი საბურთალოელებისთვის ცუდად დაიწყო - დებიუტში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ მასპინძლები დომინირებდნენ. ჯერ გამოცდილმა გოგი ფიფიამ გაიტანა გამთანაბრებელი გოლი, რომლისთვისაც პირველი გოლი გამოდგა ახალ კლუბში. რამდენიმე წუთში კი ლუკა ბაკურაძემ მოხდენილი დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები. ტაიმი თბილისელებმა ორი ბურთით მოიგეს - დუბლი ფიფიამ მიითვალა.
მეორე ნახევარში თემურ ჩოგაძემ ანგარიში სოლიდური გახადა. მეხუთე გოლი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა, ხოლო მატჩს წერტილი ბექა გვარაძემ დაუსვა, რომელმაც საჯარიმო დარტყმიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
ხუთი ტურის შემდეგ რევაზ გოცირიძისა და გიორგი გეგუჩაძის გუნდს 13 ქულა დაუგროვდა და კვლავინდებურად ჩემპიონატის სათავეში მოექცა.
მორიგ შეხვედრას საბურთალოელები 24 აპრილს სტუმრად "ალაზანთან" გამართავენ.
საბურთალო-2: ნასყიდაშვილი, ხუბაშვილი, ფურცელაძე, მალი, ტაბატაძე, ქოჩორაშვილი, ბაკურაძე, ჩოგაძე, გვარაძე, ფიფია, გულიაშვილი.
ცვლილებაზე იყვნენ: სანიკიძე, მჭედლიშვილი, ჯავახიშვილი, მოლაშვილი, სალუქვაძე, კოპლატაძე, ივანიაძე. 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი

ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 8 +10 18
2.   ლოკომოტივი 8 +11 15
3.   ტორპედო 8 +5 15

 

         

 

         

 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax