მთავარი

17.06.17 "საბურთალო" "დინამოსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

IMG 630017-ე ტურში დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "დინამოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სტუმრებმა ხუთჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. 


საბურთალოელებმა თანაქალაქელებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. ფეხბურთელებმა და დამსწრე საზოგადოებამ მატჩის წინ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დავით პეტრიაშვილის ხსოვნას.
პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ტაიმის დებიუტში დინამოელები ბაჩანა არაბულმა დააწინაურა. 51-ე წუთზე კი საბა ლობჟანიძემ ანგარიში ორბურთიანი გახადა. 70-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა შორეული დარტყმით ანგარიში სტუმრებისთვის სოლიდური გახადა. თამაშის ბოლო წუთებზე კი მრავალგზის ჩემპიონებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს - ჯერ ნინუამ, ხოლო პაპუნაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

17 ივნისი. "დავით პეტრიაშვილი". 800 მაყურებელი
საბურთალო - დინამო (თბ) 0:5 (0:0)
საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, არზიანი (ბიძინაშვილი 39), ელვინ ტერა (იმნაძე 68), ხარაიშვილი, ფიფია (კოხრეიძე 54), შინდაგორიძე.
დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი (კობოური 44), ქარდავა, არაბული, მიქელთაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (ნინუა 84), თევზაძე (ჩაკვეტაძე 46), სალუქვაძე, კუცია, გველესიანი.
გოლები: 0:1 არაბული (46), 0:2 ლობჟანიძე (51), 0:3 პაპუნაშვილი (70), 0:4 ნინუა (90), 0:5 პაპუნაშვილი (90+1).
გაფრთხილება: ჩაბრაძე (20).
 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax