მთავარი

18.06.17 "საბურთალო"-2-მა "ჰერეთს" შვიდჯერ გაუტანა

IMG 6320რეგიონალური ლიგის გათამაშებაში "საბურთალო"-2-მა ლაგოდეხის "ჰერეთს" უმასპინძლა და მეტოქეს შვიდი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველი ნახევარი თბილისელებმა სამ ბურთიანი ჰანდიკაპით მოიგეს, დანარჩენი გოლები კი მეორე ნახევარში გავიდა.


ორ-ორი გოლები გიორგი ივანიაძე, გიორგი ქოჩორაშვილმა და თემურ ჩოგაძემ გაიტანეს, ერთი ბურთიც ბექა გვარაძის ანგარიშზეა.
ამრიგად, 11 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდის აქტივში 31 ქულაა - რევაზ გოცირიძის კრებულმა ამ გამარჯვებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 
მორიგ შეხვედრას საბურთალოელები "შატილის" სტადიონზე 22 ივნისს გამართავენ - მეტოქე "თბილისი"-2016 იქნება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საბურთალო-2: გოშაძე, ხუბაშვილი, ფურცელაძე, ჭანტურიშვილი, ტაბატაძე, ქოჩორაშვილი, მოლაშვილი, ჩოგაძე, გვარაძე, ივანიაძე, გულიაშვილი. 
ცვლილებაზე შევიდნენ: ჯინჯოლავა, მუჯირი, ნიკოლაშვილი. 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 23 +44 53
2.   ტორპედო 23 +16 47
3.   სამტრედია 23 +12 44


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax