მთავარი

14.07.17 ალბანელი ფეხბურთელი "საბურთალოში" ჩაირიცხა

IMG 653024 წლის ალბანელი ფეხბურთელი ნდუენ მუიესი "საბურთალოში" ჩაირიცხა - ამპლუით ფორვარდმა, დედაქალაქურ კლუბთან 2018 წლის ბოლომდე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა ცოტა ხნის წინ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.


მუიესი ბოლოს ბულგარეთის უმაღლესი ლიგის "დუნავ-2010"-ის ღირსებაც იცავდა, 2016-2017 წლების სეზონში კი ასევე ბულგარეთის "პირინში" ირჯებოდა. ალბანელ ფორვარდს საუკეთესო წლები ლატვიის "ვენტსპილსში" აქვს გატარებული, სადაც 64 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. იმ პერიოდში "ვენტსპილში" კიდევ ერთი "საბურთალოს" ახალწვეული, თორნიკე თარხნიშვილი თამაშობდა. 
ნდუენ მუიესი, რომელიც თბილისში 14 ივლისს გამთენიისას ჩამოვიდა, დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს "საბურთალოს" შემადგენლობაში. 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax