მთავარი

15.07.17 "საბურთალომ" "დილას" ორჯერ გაუტანა

IMG 6536საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში სინჯებზე მყოფმა ლაშა იმედაშვილმა გაიტანა, რომელიც ბოლოს რუსეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. მეორე ნახევარში კი გიორგი ხარაიშვილმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა. 


გუნდებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ითამაშეს, მწვრთნელებმა ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, საბოლოოდ მატჩი თბილისელებმა მოიგეს.
ჩვენი კლუბის შემადგენლობაში პირველად იასპარეზა ალბანელმა ფორვარდმა ნდუე მუიესმა, რომელიც მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში. 
საბურთალო (პირველი ტაიმი): კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია, ხარაიშვილი, თარხნიშვილი, გვარაძე, იმნაძე, სილვა, იმედაშვილი.
მეორე ტაიმი: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, გვარაძე (სილვა) თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი, მუიესი.

''დილა'': მუჯრიშვილი, ალი აბუბაქარი, გაგოშიძე, კვახაძე (კაპ), მაჩაიძე, რაზმაძე, დ. კირკიტაძე, ნუბიო ფლავიო (ნონიკაშვილი), პედრინიო, ტარავალიე, მოდებაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გულუაშვილი, ნონიკაშვილი, პაპავა, ნ. კირკიტაძე, კუსიანი, ძარია, კერელეიშვილი, აშორტია, კიკაბიძე 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax