მთავარი

15.07.17 "შახტარმა" დავით ხოჭოლავა წარადგინა

khochoუკრაინულმა გრანდმა დონეცკის "შახტარმა" "საბურთალოს" სკოლის ყოფილი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა ოფიციალურად წარადგინა. გეცოდინებათ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პაულო ფონსეკას მეთვალყურეობით ვარჯიშობს.


წარდგენის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა:
"ხუთიანი" ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი ნომერი. გუნდში მოსვლისთანავე ვიკითხე, შემეძლო თუ არა მისი არჩევა. წინააღმდეგი არავინ აღმოჩნდა და ძალიან მიხარია, რომ იმ ნომრით ვითამაშებ, რომლითაც "შახტარის" ლეგენდარული მცველი ალეკსანდრ კუჩერიგამოდიოდა.
როდესაც "ჩერნომორეციდან" გადმოვედი, მეგონა, რომ სწორედ კუჩერი ითამაშებდა ძირითადში. თუმცა, აუცილებელია შრომა და მუდმივად ზრდა. არ ვაპირებ გაჩერებას და შევეცდები, ძირითადში დავიმკვიდრო ადგილი. 
ვარჯიში "შახტარში" დიდად განსხვავდება "ჩერნომორეცში" მზადებისგან. პირველ რიგში - მაღალი ტემპით. აქ ყველაფერი გაცილებით სწრაფად სრულდება.
თამაში "დინამოსთან"? ყოველთვის მიჭირდა "შახტარის" წინააღმდეგ გარჯა. კიეველები უფრო "იკეტებიან", "შახტარს" კი სჩვევია საკუთარი თამაშის წარმართვა სწრაფი პასებისა და ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. სუპერთასის მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად მოვემზადეთ შეკრებაზე", - განაცხადა ხოჭოლავამ.

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax