მთავარი

17.07.17 თორნიკე თარხნიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრა შეუძლია"

tok 2რამდენიმე დღის წინ თორნიკე თარხნიშვილი ბათუმის "დინამოდან" "საბურთალოში" ჩაირიცხა და ამიერიდან სწორედ დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში გაირჯება. კლუბის ახალწვეულს სხვადასხვა საკითხებზე ვესაუბრეთ, ლაპარაკი კი პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- როდესაც ბათუმის "დინამოში" ვირიცხებოდი და "საბურთალოს" წინააღმდეგ მიწევდა თამაში, იმ პერიოდშიც თბილისური კლუბის მიმართ დადებითად ვიყავი განწყობილი. ახლა, როდესაც ოფიციალურად "საბურთალოს" ფეხბურთელი ვარ და კლუბსაც ნელ-ნელა ვეცნობი, ყველაფერი ისეა, როგორც ვფიქრობდი და წარმომედგინა. ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, ფეხბურთელებიც უფრო ახლოს გავიცანი და დავახლოვდით. შეკრული და მეგობრული კლუბია, ამ ფაქტორებით ბევრის მიღწევა შეიძლება. 
- რა იყო მთავარი ფაქტორი "საბურთალოში" გადმოსვლის?
- "საბურთალო" ორგანიზებული, დისციპლინირებული და ტექნიკური გუნდია. დალაგებულ, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, კლუბს დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. მინდა, ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი მეც ვიყო. 
- თბილისური კლუბი ძირითადად 19-20 წლის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ახალგაზრდა საბურთალოელები თქვენგან ბევრს ისწავლიან და თავისებურად, გამოცდილების გაზიარება მოგიწევთ...
- ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა ამ ბიჭებს უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, რაც მათი ასპარეზობიდანაც ჩანს. ძალიან მინდა, რომ "საბურთალოს" წარმატებებში მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო. 
- 10 გუნდიანი პირველობა წლეულს ახალი ფორმატით ტარდება, რომელშიც ორი წრე უკვე მიილია. როგორ ფიქრობთ, წლეულს რისი მიღწევა შეუძლია "საბურთალოს"?
- თბილისურ კლუბში პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ, ასევე მინდა ავღნიშნო სამწვრთნელო შტაბი - მათ, სწორი ხედვა აქვთ ფეხბურთისადმი და ყველა საფეხბურთო დეტალს, ზედმიწევნით გამოგცემენ. ყველა თამაშში ბრძოლაა საჭირო, იოლ შეხვედრებს არსად არ ველი, არა აქვს მნიშვნელობა აუტსაიდერს შეხვდები, გათამაშების ლიდერს თუ შუა პოზიციებზე მყოფ კლუბებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენს კლუბს რეალურად შეუძლია სამეულისთვის იბრძოლოს, ამის რესურსი "საბურთალოს" ნამდვილად გააჩნია. 
- მოგწონთ 10 გუნდიანი პირველობა?
- არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც აღნიშნულ პირველობას იწუნებენ. 10 მეტ-ნაკლებად თანაბრად დაბალანსებული კლუბია თავმოყრილი. ფაქტობრივად, ყველა თანაბარ მდგომარეობაშია, დაძაბული მატჩებია...
როდესაც ლატვიაში ვთამაშობდი, იქაც ამ ფორმატის ჩემპიონატი იყო. მგონია, რომ ყოველწლიურად მოძლიერდება პირველობა და უფრო და საინტერესო გახდება.
- ის, რომ მომავალში ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში, თავისებური დისკომფორტი ხომ არ გექნებათ?
- არა, არანაირად. პირიქით, უფრო ბევრად მოტივირებული ვიქნები. ფეხბურთში მსგავსი შემთხვევები ხშირია და ასეთი თამაშებთვის უნდა განეწყო.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხადო ბათუმის "დინამოს", მის გულშემატკივრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ერთად აჭარულ კლუბში მიმუშავია. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა "საბურთალოს" სამწვრთნელო შტაბს, რომ ჩემით დაინტერესდნენ და ნდობა გამომიცხადეს. მათი იმედების გამართლებას, კარგი თამაშით ვეცდები.  

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax