მთავარი

9.08.17 რუბრიკა - "მატჩის წინ"

OFICIAL LOGO10 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ეროვნული ლიგის 22-ე ტურში გორს ესტუმრება და ადგილობრივ "დილასთან" წარმატებით თამაშს ეცდება. ხსენებული შეხვედრა "თენგიზ ბურჯანაძეზე" 20:30 საათზე დაიწყება.

ბოლო ტურში საბურთალოელებმა დედაქალაქურ დერბიში შთამბეჭდავი ფეხბურთი აჩვენეს და დიდი ანგარიშით "ლოკომოტივი" დაამარცხეს. ამ მოგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.
ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი კლუბი კარგ განწყობაზე ხვდება - ფეხბურთელები გეგმაზომიერად ემზადებიან მოახლოებული შეხვედრისთვის. რაც შეეხება ერთმანეთის წინააღმდეგ წლევანდელ მატჩებს, გუნდები უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით 1:0 დასრულდა. გორში თბილისელებმა იმარჯვეს, დედაქალაქში კი ქართლელებმა. რამდენიმე დღის წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კი "საბურთალომ" დილას" ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

10 აგვისტო. "თენგიზ ბურჯანაძე". 20:30
დილა - საბურთალო
გუნდების მიერ ბოლო მატჩების შედეგები:
დილა: დინამო (თბ) 0:5, დინამო (ბთ) 1:2, ჩიხურა 2:4, სამტრედია 2:3
საბურთალო: ლოკომოტივი 6:0, კოლხეთი 0:0, ტორპედო 1:2, შუქურა 2:1.

22-ე ტური: 11 აგვისტო
ლოკომოტივი - ტორპედო
12 აგვისტო
სამტრედია - დინამო (თბ)
13 აგვისტო
ჩიხურა - დინამო (ბთ)
შუქურა - კოლხეთი

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 23 +44 53
2.   ტორპედო 23 +16 47
3.   სამტრედია 23 +12 44


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax