მთავარი

10.08.17 "საბურთალომ" მეოთხეზე აინაცვლა

IMG 6706გიორგი ჭიაბრიშვილის "საბურთალომ", რომელიც გორს სტუმრობდა, ადგილობრივ "დილას" 2:0 აჯობა და გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. 22-ე ტურის შემდეგ, ჩვენს გუნდს 32 ქულა დაუგროვდა.


პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა ანგარიშის გახსნა დავით ვოლკოვს შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან სასწაულებრივ ვერ გაიტანა. 35-ე წუთზე ხელსაყრელი მომენტი ლუკა ლაკვეხელიანსაც შეექმნა, თუმცა შედეგიანი დარტყმა ვერ განახორციელა. მალევე მასპინძლებსაც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვარდნაში "საბურთალოს" მცველებმა კარგად ითამაშეს და განმუხტეს მდგომარეობა.
მეორე ნახევარში თბილისელებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. 54-ე წუთზე ნოდარ იაშვილის დარტყმის შემდეგ, მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა ყველას გიორგი ხარაიშვილმა დაასწრო და ახლო მანძილიდან 1:0 გახადა. მეორე გოლი კი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს - ცოტნე ნადარაიამ თავის თავზე აიღო, გზად რამდენიმე მეტრი გაირბინა და საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილს უპასა. ამ უკანასკნელმა ვარდნაში მეორედ შეარხია მასპინძელთა კარის ბადე. საბოლოოდ "საბურთალომ" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და აქტივს მორიგი ქულები შემატა. 

10 აგვისტო. "თენგიზ ბურჯანაძე". 700 მაყურებელი
დილა - საბურთალო 0:2 (0:0)
“დილა”: ბეგაშვილი, პაპავა, რაზმაძე, კუსიანი, ტარავალიე (აშორტია 80), აბუბაკარი, სოფრომაძე, კირკიტაძე (ალჰასანი 46), ფლავიო, ძარია (ძარია 61), პედრინიო
“საბურთალო”: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (ნადარაია 63), თარხნიშვილი, კოხრეიძე (ნდუე 64), ვოლკოვი (ბიძინაშვილი (76).
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (54), 0:2 ბიძინაშვილი (80).

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 23 +44 53
2.   ტორპედო 23 +16 47
3.   სამტრედია 23 +12 44


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax