საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ყაზახეთში "პრეზიდენტის" თასზე" ასპარეზობს, ფინალში გავიდა. ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩში მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდა და შეხვედრა 4:4 დასრულდა.
საქართველოსა და მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩში, რომელიც ივნისში შედგა, მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო "საბურთალოს" ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც ამ დრომდე მკურნალობს. ნიჭიერ ფეხბურთელს მის ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.
ჭაბუკებმა მორიგი ტურის მატჩები გამართეს - უმცროსებმა "დინამოს" უმასპინძლეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო უფროსების შეხვედრა 1:1 დასრულდა.
"საბურთალოს" 2006 წლიანების გუნდი, რომელიც ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, დღეს "ყარაბახს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
"საბურთალო"-2, რომელიც ლიდერობს რეგიონალური ლიგის ზონას, მორიგ ტურში "კოლხს" დაუპირისპირდება და წარატებით თამაშს ეცდება. აღნიშნული გუნდების მონაწილეობით მატჩი ხვალ, 7 სექტემბერს "ბენდელაზე" გაიმართება, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებიც ასპარეზობს, მორიგი ოფიციალური შეხვედრა ყირგიზეთის ნაკრებთან გამართა და არასაფეხბურთო ანგარიშით, 7:1 დაამარცხა.
ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ მოსიაშვილის გუნდმა - დღეს, ჩვენმა მოზარდმა ფეხბურთელებმა "სებალს" 3:0 აჯობეს. გოლები მენაღარიშვილმა, სანაიამ და დანელიამ გაიტანეს.