სიახლეები
grass

23.07.17 "საბურთალო" "ტორპედოსთან" დამარცხდა

IMG 6663დედაქალაქური "საბურთალო" მესამე წრის პირველ ტურში ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი სტუმრებმა ორ ბურთიანი სხვაობით მოიგეს, მეორე ტაიმში თბილისელებმა რაც მოახერხეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო.

დაწვრილებით >>

22.07.17 რუბრიკა - "მატჩის წინ"

OFICIAL LOGOსაფეხბურთო კლუბი "საბურთალო" მესამე წრის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს და წარმატებით თამაშს ეცდება - აღნიშნული შეხვედრა "პეტრო-არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსილაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მეორე არხზე შემოგვთავაზებს. 

დაწვრილებით >>

21.07.17 სოფრომაძე და სილვა წავიდნენ, ლატვიელი ისინჯება

IMG 6607საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" რიგები ბრაზილიელმა სილვამ დატოვა, რომელიც კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა. ასევე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გორის "დილაში" გააგრძელებს კარიერას ანდრო სოფრომაძე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქურ კლუბში ირჯებოდა.

დაწვრილებით >>

21.07.17 U-19-მა ვარჯიში განაახლა

OFICIAL LOGO"საბურთალოს" U-19-მა, რომელიც ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება, "ბენდელას" სახელობის სტადიონზე ვარჯიში დაიწყო - საბურთალოელები თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით გუშინ შეიკრიბნენ.

დაწვრილებით >>

21.07.17 ჭაბუკები მზადებას შეუდგნენ

OFICIAL LOGO"საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს - U-17-მა და U-15-მა რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ "ბენდელას" სტადიონზე მომავალი ოფიციალური მატჩებისთვის დაიწყეს მომზადება.

დაწვრილებით >>

20.07.17 ყაზაიშვილმა დებიუტი გოლით აღნიშნა

1 1"საბურთალოს" აღზრდილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკულ "სან ხოსე"-ში გადავიდა, სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა - ქართველი ნახევარმცველი მეორე ტაიმის დებიუტში გამოჩნდა "ნიუ იორკ რედ ბულზის" წინააღმდეგ. საბოლოოს "სან ხოსე" 1:5 დამარცხდა.

დაწვრილებით >>

19.07.17 ნიკოლოზ მალი: "ევროპის ჩემპიონატზე მეტის მიღწევა შეგვეძლო"

mali 1ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "საბურთალოს" ფეხბურთელები კლუბს დაუბრუნდნენ და უკვე დედაქალაქელთა შემადგენლობაში ემზადებიან მოახლოებული პირველობისთვის.

დაწვრილებით >>