სიახლეები
grass

15.03.17 "საბურთალო" მერვედფინალში გავიდა

OFICIAL LOGOსაფეხბურთო კლუბი "საბურთალო" დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალში გავიდა - რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, ჩვენმა კლუბმა "შევარდენი-1906" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ნიკოლოზ მალის საჯარიმოში წაქცევისთვის, პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ბრაზილიელმა ვაგნერმა საჯარიმოს გარედან მეკარე შეყრილაძეს აუღებელი დაურტყა, 2:0. მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხეს - თავი გიორგი მაღალდაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ 2:1 გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სასარგებლოდ.

15 მარტი. "ბენდელა". 800 მაყურებელი
შევარდენი-1906 - საბურთალო 1:2 (0:1)
შევარდენი: შეყრილაძე, შუბითიძე, ჭელიძე, ფოფხაძე, მაისურაძე, ოდიკაძე, გოგობერიშვილი, ნემსაძე, მაისურაძე, ბიბილეიშვილი, კერძევაძე.
საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი (ფანცულაია 70), ვაგნერი (ჩოგაძე 58), შინდაგორიძე (გვარაძე 63), იმნაძე.