სიახლეები
grass

16.03.17 "JUNIOR CUP"-ი "დინამომ" მოიგო

OFICIAL LOGO"JUNIOR CUP"-ის გამარჯვებული "დინამოს" აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში ვლადიკავკაზის "იუნოსტი" 4:3 დაამარცხა. 

თავდაპირველად, ვლადიკავკაზელები ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა თბილისელებმა პირველ ტაიმშივე თანაბარი გახადეს ანგარიში. მეორე ნახევარში უკვე დინამოელები გავიდნენ წინ ორი ბურთით. ბოლოსკენ "იუნოსტმაც" გაიტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
მესამე საპრიზო ადგილი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდს ერგო, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ვლადიკავკაზის "ბარსს" აჯობა. ტურნირის დასრულების შემდეგ, გამოვლინდნენ ნომინაციებში საუკეთესოები:

საუკეთესო მეკარე: ნიკა ლურსმანაშვილი (დინამო)
საუკეთესო მცველი: ალექსანდრე ტეფნაძე (ს.ფ.ფ)
საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკუშა ალექსიძე (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი: არსენ ჯიოევი (იუნოსტი)
ტექნიკური ფეხბურთელი: არსენ სოზანოვი (იუნოსტი)
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი აზაროვი (დინამო)