სიახლეები
grass

17.03.17 რუბრიკა - "მატჩის წინ"

OFICIAL LOGOხვალ, 18 მარტს საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" დედაქალაქურ დერბიში "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და წარმატებით თამაშს ეცდება. თბილისური გუნდების დაპირისპირება "მიხეილ მესხის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 19:00 საათზე დაიწყება.

"საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს - ორივე კლუბის შემადგენლობაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. იმედია, დამსწრე საზოგადოება, ლამაზ სანახაობასა და საინტერესო შეხვედრას იხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი ეროვნულ ლიგაში პირველად "კოლხეთთან" ბოლო ტურში დამარცხდა, გუნდში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელებიც გეგმაზომიერად ემზადებიან მოახლოებული მატჩისთვის.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს - ლოკომოტივმა პირველობის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და ამ ეტაპზე სწორედ "რკინიგზული" კლუბი ლიდერობს გათამაშებას.

18 მარტი. "მიხეილ მესხი". 19:00
საბურთალო - ლოკომოტივი
გუნდების მიერ ბოლო მატჩების შედეგები:
საბურთალო: კოლხეთი 0:3, ტორპედო 1:0
ლოკომოტივი: დინამო (თბ) 1:0, დინამო (ბთ) 2:1