სიახლეები
grass

17.03.17 ხვალ სტარტს ჭაბუკთა ლიგა აიღებს

OFICIAL LOGO18 მარტს სტარტს ჭაბუკთა ლიგის გათამაშება აიღებს, სადაც "საბურთალოს" გუნდებიც იასპარეზებენ - U-17-ში ლევან კორღალიძისა და ვალერი აბრამიძის დამოძღვრილები ითამაშებენ, U-15 კი ვალერი გაგუასა და ილია უგულავას ხელმძღვანელობით იასპარეზებენ ჩვენი ფეხბურთელები.

სადებიუტო შეხვედრაში ჩვენი გუნდები ბოლნისის "სიონის" თანატოლებს გაეჯიბრებიან. უმცროსების შეხვედრა "ბენდელაზე" 13:00 საათზე დაიწყება, 15:00 საათზე კი უფროსების ჯერი დადგება.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გუნდებს მიმდინარე პირველობაზე.