სიახლეები
grass

19.03.17 საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" განცხადება

OFICIAL LOGOსაფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ადმინისტრაციის სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალის (შევარდენი-საბურთალო) თამაშზე მომხდარ ფაქტს და განვაცხადოთ, რომ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას

მასზე, მაგრამ აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ და შევატყობინოთ საზოგადოებას, საფეხბურთო ოჯახს, ჩვენს გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებს, რომ ბუნებრივია ეს არ იყო და ვერ იქნებოდა განპირობებული ჩვენს სასიკეთოდ თამაშის შედეგზე ზემოქმედების მიზნით. პირიქით, სამწვრთნელო შტაბს სურდა შანსი მიეცათ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ და თამაშზე შეცვალეს ძირითადი, წამყვანი ფეხბურთელები ფარმ-კლუბში დარეგისტრირებული ფეხბურთელებით, რომლებიც მოიაზრებიან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებად. დებულების შესაბამისად არ შეიძლებოდა სამზე მეტი ასეთი ფეხბურთელის თამაში. 
სამწუხაროდ, გაგვეპარა შეცდომა და ითამაშა ოთხმა ფეხბურთელმა, რისთვისაც დავისაჯეთ საფეხბურთო და სადისციპლინო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით.