სიახლეები
grass

19.03.17 გიორგი ყიფიანმა ნაკრებში საბურთალოელებს უხმო

OFICIAL LOGOსაქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა, რუსეთთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდა სპეციალისტის განკარგულებაში 5 "საბურთალოს" ფეხბურთელია - ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, თომა ხუბაშვილი, თემურ ჩოგაძე და გიორგი კოხრეიძე.


გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25 და 27 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან. აღნიშნული შეხვედრები, რომლებიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ჩატარდება, 16:00 საათზე დაიწყება.