სიახლეები
grass

20.03.17 "საბურთალო"-2 პირველ ტურში "ქოჯაელს" შეხვდება

OFICIAL LOGO"საბურთალო"-2, რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტები რევაზ გოცირიძე და გიორგი გეგუჩაძე თავკაცობენ, 21 მარტს რეგიონალურ ლიგაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს - ჩვენი გუნდი "ქოჯაელს" უმასპინძლებს.

აღნიშნული შეხვედრა "ბენდელას" სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. გეტყვით, რომ ხსენებული გუნდები რამდენიმე კვირის წინ თასის გათამაშების მეორე შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მაშინ "საბურთალო"-2-მა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.